ჩაშუშული ხბოს ხორცი სოუსში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.03, 2022 წელი

ხბოს ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 750 გრამი ხბოს ხორცი
🔸 1 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი
🔸 3 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 800 მილილიტრი ხორცის ან ბოსტნეულის ბულიონი (კუბიკის)
🔸 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 3 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი საფანელი
🔸 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი, ნახევრი ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი ტკბილი წიწაკა, შავი პილპილი, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
სტაფილო დაჭერით მსხვილ რგოლებად. ნიორი დააქუცმაცეთ. ერთმანეთში შეურიეთ საფანელი, ტკბილი წიწაკა, მარილი და შავი პილპილი.
ხორცი დაჭერით მომცრო კუბიკებად. პარკში ჩაყარეთ საფანელი და ხორცი და კარგად აურიეთ. ისე, რომ ხორცი მთლიანად დაიფაროს საფანელით. სქელძირა ქვაბში, რომელიც აირღუმელშიც მოთავსდება ჩაასხით 4 სადილის კოვზი ზეთი. მოხრაკეთ მასში ხორცი ყველა მხრიდან. ამოიღეთ ცალკე. იმავე ქვაბში მოშუშეთ სტაფილო ხახვთან და ნიორთან ერთად. ჩაყარეთ ხორცი და აურიეთ. ბულიონი მოამზადეთ ცალკე. შეურიეთ მასში ტომატ-პასტა. დაასხით ხორცს. მოათავსეთ ქვაბი 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში. 2 საათის შემდეგ გამოიღეთ. შეურიეთ სოიის სოუსი, მდოგვის ფხვნილი, მარილი და ისევ მოათავსეთ აირღუმელში. 20 წუთში მზად არის. მიირთვით ნებისმიერ გარნირთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან