ჩაშუშული ღორის ნეკნები კარტოფილით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.02, 2022 წელი

ღორის ნეკნების გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 650 გრამი ღორის ნეკნები
🔸 700 გრამი კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო
🔸 მარილი, შავი პილპილი, 2 სადილის კოვზი გამდნარი კარაქი, 4 სადილის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
შეარჩიეთ ღორის ნეკნები – სასურველია, ძალიან ცხიმიანი არ იყოს. ჩაალაგეთ სქელძირიან ქვაბში. მოასხით გამდნარი კარაქი და ზეთი. მოხრაკეთ საშუალო სიძლიერის ცეცხლზე. დაასხით იმდენი წყალი, რომ ნეკნები ოდნავ დაიფაროს. უყავით ცოტა მარილი და პილპილი. შუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
სანამ ნეკნები მზადდება, დაჭერით კარტოფილი მომცრო კუბიკებად და ჩაუმატეთ ხორცს. აურიეთ და თუ საჭიროა დაუმატეთ წყალი, ისე, რომ ქვაბის ფსკერიდან 4 სანტიმეტრის სიმაღლეზე უნდა იყოს. ქვაბს დააფარეთ თავსახური. როცა კარტოფილი დარბილდება და ხორციც მზად იქნება, ქვაბი გაზქურიდან გადმოდგით.
ხახვი დაჭერით წვრილად, სტაფილო – წვრილ ჩხირებად და მოშუშეთ 2 სადილის კოვზ ზეთში. ბოსტნეული ჩაყარეთ ხორციან ქვაბში და ფრთხილად ამოურიეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან