ჭარხლის სალათა ნივრით (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.07, 2022 წელი

გემრიელი სამარხვო სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი
🔸 4 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი ნიგოზი
🔸 3 სადილის კოვზი ტომატი
🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი, 1 ჩაის კოვზი კორიანდრი
🔸 ქონდარი, ცოტა შაქარი, შავი პილპილი, მარილი
🔸 წითელი ცხარე წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხახვი გაარჩიეთ. დაჭერით ძალიან თხლად და წვრილად. სქელძირიანი ტაფა დადგით ცეცხლზე, დაასხით ზეთი და მოშუშეთ ხახვი. ჭარხალი გახეხეთ წვრილად, მოაყარეთ ხახვს და მოშუშეთ ერთად 15 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ტომატი, ხმელი სუნელი, კორიანდრი, ქონდარი, კარგად აურიეთ და 5 წუთი კიდევ შუშეთ. ნიორი გასრისეთ. შეურიეთ ჭარხალს და გადმოდგით გაზქურიდან. აცადეთ, სანამ კარგად არ გაცივდება. დაუმატეთ დანაყილი ნიგოზი, წიწაკა, მარილი, შაქარი, პილპილი და აურიეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან