ჭარხლის სალათა ნიგვზით (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.08, 2021 წელი

მარტივი და გემრიელი ჭარხლის სალათის რეცეპტს ,,თბილისელები" გიზიარებთ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 700 გრამი ჭარხალი
🔸 4 სადილის კოვზი დანაყული ნიგოზი
🔸 1 კონა კამა, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა მწვანე ხახვი, მარილი, ცოტა შაქარი
🔸 2 სადილის კოვზი ძმარი, 2 კბილი ნიორი.
მომზადების წესი 👩🍳
მშრალ, ცხელ ტაფაზე გააცხელეთ და გააშრეთ ნიგოზი. შემდეგ დაჭერით. წვრილად დაჭერით მწვანილი და მწვანე ხახვი – მისი მხოლოდ მწვანე ნაწილი დაგჭირდებათ. ნიორი გასრისეთ. ჭარხალი კარგად გარეცხეთ და გაარჩიეთ, გახეხეთ. მოათავსეთ ღრმა თასში. მოაყარეთ მწვანილი, ნიორი, ნიგოზი და აურიეთ. მოასხით ძმარი და კიდევ აურიეთ. უყავით შაქარი და მარილი – გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან