კულინარია

ჩახრაკული ქათამი პომიდვრითა და ნიგვზით გოდერძი შარაშიასგან

№15

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.04

გოდერძი შარაშიას კერძი
დაკოპირებულია

გოდერძი შარაშია საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

მეგრელი ვარ და როგორც ყველა მეგრელს, კარგი ხელი მაქვს, გურმანიც ვარ და გემრიელი, პეწიანი ჭამაც მიყვარს. გემრიელად გაკეთებულ საჭმელს, სანამ მაგიდასთან მივიტანთ, ლამაზად გაფორმებაც სჭირდება, რაც, ასევე, კარგად მეხერხება. ყველა მეგრული კერძი გემრიელი გამომდის, მაგალითად, ხარჩო კარგი შიშხათიანი, მეგრული აჯიკით, ასევე, გებჟალია, ჩინჩოლია – ჭყინტი, დაფშვნილი ყველი, პიტნიანი აჯიკით, რომელიც ძალიან უხდება ღომს. ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს კი გავუზიარებ ჩახრაკული ქათმის რეცეპტს, პომიდვრითა და ნიგვზით, რომელიც ასევე, ძალიან გემრიელია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ქათამი

🔸 3 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 1 სადილის კოვზი კარაქი

🔸 500 გრამი პომიდორი

🔸 1 ჭიქა დანაყილი ნიგოზი

🔸 2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი

🔸 1 ჩაის კოვზი ქინძი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 მარილი და წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათამი დაჭერით და მოშუშეთ კარაქში ხახვთან ერთად. დაუმატეთ კანგაცლილი და გახეხილი პომიდორი და შუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ფერს შეიცვლის. ნიგოზში აურიეთ სანელებლები და დანაყილი ნიორი, გახსენით წყალში და დაასხით პომიდორში მოშუშულ ქათამს. თუ წვენი ცოტა იქნება, დაუმატეთ ცოტა გადადუღებული წყალი და რამდენიმე წუთი შუშეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა