ჩაშუშული მაკარონი (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.03, 2021 წელი

მარტივი და გემრიელი სამარხვო კერძი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები: 1 შეკვრა თქვენთვის სასურველი ფორმის მაკარონი, 3 კბილი ნიორი, 2 ცალი პომიდორი, 1 ცალი ხახვი, ხმელი სუნელი, 1 კონა ოხრახუში, ზეთი, მარილი, პილპილი.
მომზადების წესი: ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი. გააცხელეთ და მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოგვიანებით დაუმატეთ დაკეპილი პომიდორი, დაქუცმაცებული ნიორი, აურიეთ ძალიან კარგად და ჩაშუშეთ. დაუმატეთ მაკარონი. აურიეთ. უყავით მარილი და პილპილი, ხმელი სუნელი. დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ან ცოტა მეტი. ტაფას დაახურეთ თავსახური და შუშეთ, სანამ მაკარონი არ მომზადდება. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, კიდევ აურიეთ და მზადაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან