კულინარია
ბუტერბროდი ეგზოტიკური სოუსით
№45
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.11
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 სადილის კოვზი იოგურტი
🔸 2 სადილის კოვზი მაიონეზი
🔸 50 გრამი მჟავე კიტრი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 2 გრამი მარილი
🔸 2 გრამი შავი პილპილი
🔸 1 ჩაის კოვზი გამშრალი კამა
🔸 100 გრამი მაგარი ყველი
🔸 4 ნაჭერი პური.
მომზადების წესი 👩🍳
იოგურტი, მაიონეზი, გახეხილი მჟავე კიტრი და გასრესილი ნიორი მოათავსეთ ჯამში. დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი, შემდეგ კარგად აურიეთ. წაუსვით ეს სოუსი ოთხ ნაჭერ პურზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დააფარეთ ერთმანეთზე.
გამოაცხვეთ ღუმელში 10–15 წუთის განმავლობაში, სანამ მასზე ოქროსფერი ქერქი არ წარმოიქმნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





