კულინარია

ბურიტო ქათმითა და ბრინჯით

№48

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.12, 2022 წელი

ბურიტო ქათმით
დაკოპირებულია

გემრიელი ბურიტოს რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 კილოგრამი ქათმის მკერდი (ფილე)

🔸 1 მომცრო შეკვრა ბრინჯი

🔸 200 გრამი პომიდორი საკუთარ წვენში

🔸 1 თავი ხახვი

🔸 100 გრამი მაგარი ყველი

🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 3 ცალი თხელი ლავაში

🔸 შავი პილპილი, ცოტა დაფქული მიხაკი, ორეგანო და მარილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ამ რეცეპტისთვის შეარჩიეთ გრძელმარცვლიანი ბრინჯი. მოხარშეთ ბრინჯი და ქათმის ფილე. შეგიძლიათ, ერთ ქვაბში მოხარშოთ და შემდეგ ცალ–ცალკე გადაწუროთ.

ცალკე მოამზადეთ სოუსი: ძალიან წვრილ ჩხირებად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში. შეურიეთ პილპილი, სუნელები, შემდეგ პომიდორი. დააფარეთ თავსახური და ნელა შუშეთ – ცოტა უნდა შესქელდეს. ჩაუმატეთ დაჩეჩილი ქათმის ფილე და კარგად აურიეთ. შემდეგ შეურიეთ ბრინჯი. სულ ბოლოს კი – არაჟანი, გახეხილი ყველი, ცოტა მარილი. გაშალეთ ლავაშები. წაუსვით შიგთავსი და გადაკეცეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა