კულინარია

ბურღულის წვნიანი ხორცით

№18

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.05

ბურღულის წვნიანი
დაკოპირებულია

ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ძროხის ხორცის ფილე

🔸 100 გრამი ფეტვის ბურღული

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 2 ცალი კარტოფილი

🔸 4 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი, დაფქული კორიანდრი და ძირა

🔸 წითელი ცხარე წიწაკა და მარილი — გემოვნებით

🔸 2 ღერი მწვანე ხახვი (მოსართავად)

🔸 2 ცალი პომიდორი.

მომზადება 👩‍🍳

გააცხელეთ ღრმა ტაფა, ჩაყარეთ ბურღული და მუდმივად ურიეთ, სანამ ოდნავ ყავისფერს არ მიიღებს. არ გადახარშოთ! გააცივეთ. ხორცი დაჭერით პატარა კუბებად. ხახვი – წრეებად ან კუბებად. სქელძირიან ქვაბში გააცხელეთ 2 სადილის კოვზი ზეთი და ჩაყარეთ ხორცი დაჭრილი ხახვის ნახევარი. მოშუშეთ მაღალ ცეცხლზე. ოდნავ ყავისფერს რომ მიიღებს, შეამცირეთ ცეცხლი და განაგრძეთ მოშუშვა, სანამ ხორცი არ დარბილდება. შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე.

დარჩენილ ზეთში მოშუშეთ დანარჩენი ხახვი, შემდეგ დაამატეთ გახეხილი ან ჩხირებად დაჭრილი სტაფილო. დაუმატეთ კანგაცლილი და კუბებად დაჭრილი პომიდვრები და ასევე, კარტოფილი. ურიეთ და მომოშუშეთ. 10 წუთის შემდეგ ჩაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი. დაამატეთ ხორცი, სანელებლები და მიიყვანეთ ადუღებამდე.

ჩაყარეთ წინასწარ მოხრაკული და გარეცხილი ბურღული. როცა კვლავ წამოდუღდება, შეამცირეთ ცეცხლი მინიმუმამდე და ხარშეთ 25-30 წუთით.

ბოლოს დაამატეთ მარილი. გამორთეთ ცეცხლი და გააჩერეთ 10 წუთი. გადაიტანეთ თასებში, მოაყარეთ მწვანე ხახვი და მიირთვით ლავაშთან ან თონის პურთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა