კულინარია

ბურღული ხორცის ბურთულებით

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.09

ბურთული ხორცის
ბურთულებით
დაკოპირებულია

ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 600 გრამი ხორცის ფარში (სასურველია შერეული – ძროხისა და ღორის),

🔸 1 ჭიქა ბურღული

🔸 2 თავი ხახვი

🔸 2 ცალი სტაფილო

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ქარი

🔸 მეოთხე დი ჩაის კოვზი რეჰანი

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი

🔸100 გრამი მწვანე ბარდა

🔸 100 გრამი მწვანე წვრილი ლობიო

🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

🔸ნახევარი კონა ოხრახუში

მომზადების წესი 👩‍🍳

ფარშში შეურიეთ მარილი და პილპილი, გააკეთეთ ბურთულები. 1 სადილის კოვზ ზეთში შებრაწეთ გუფთები, გადმოალაგეთ მოზრდილ თეფშზე. იმავე ტაფაში, სადაც გუფთები შეწვით, დაასხით 2 სადილის კოვზი ზეთი, მოშუშეთ მასში გრძლად დაჭრილი ხახვი და სტაფილო, აურიეთ რამდენჯერმე. შეურიეთ ქარი, რეჰანი, მარილი, პილპილი, მოაყარეთ ბურღული და რამდენჯერმე კარგად აურიეთ. დაასხით 2 ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი, ჩაუმატეთ შემწვარი ხორცის ბურთულები და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაუმატეთ მწვანე ბარდა, დანაწევრებული მწვანე ლობიო და ეს ყველაფერი კიდევ 10 წუთი ხარშეთ. უკვე რომ გამზადდება, მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...