ბურგერი ტაფამწვარითა და ბეკონით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.08, 2022 წელი

,,თბილისელები" გასწავლით როგორ მოამზადოთ ბურგერი სახლში 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ნაჭერი პური „ბატონი“
🔸 2 კვერცხი
🔸 2 სადილის კოვზი გახეხილი ყველი (მაგარი, ქარხნული)
🔸 1 სადილის კოვზი წყალი
🔸 1 სადილის კოვზი კეტჩუპი
🔸 3 ნაჭერი ბეკონი
🔸 ნახევარი კონა კამა და მწვანე ხახვი
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი
🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ბატონი დაჭერით ირიბად, საშუალო სისქის ნაჭრებად. ნაჭრები შებრაწეთ ზეთში, ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან. ყველი გახეხეთ. თასში მოათავსეთ კვერცხი. ჩაყარეთ ყველი, დაუმატეთ კეტჩუპი და წყალი. მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად ათქვიფეთ. დაასხით მიღებულ მასა ცხელ, ზეთიან ტაფაზე. ჩაყარეთ მასში ბეკონის ნაჭრები და მეორე მხრიდანაც შებრაწეთ. რამდენიმე ნაწილად დაიშლება – ასეც უნდა იყოს. შემწვარი პურის ნაჭრებზე დაალაგეთ თქვენი ტაფამწვარი. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან