კულინარია

ბულგარული წიწაკა სოუსში (სამარხვო)

№48

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.12

ბულგარული წიწაკა სოუსში
დაკოპირებულია

ბულგარული წიწაკის სამარხვო კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 5 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 4 ცალი პომიდორი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 ხმელი სუნელი

🔸 ცოტა შაქარი

🔸 1 ჩაის კოვზი ძმარი

🔸1 სადილის კოვზი ზეთი

🔸 მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ტაფაზე დაალაგეთ ბულგარული წიწაკა და 15 წუთი გააჩერეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში. გამოიღეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და ფრთხილად გადააცალეთ კანი. პომიდორი დაჭერით მომცრო კუბიკებად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მოშუშეთ მასზე წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი, დაუმატეთ პომიდორი და შუშეთ კიდევ 5-7 წუთი. დაუმატეთ დანაწევრებული კანგაცლილი ბულგარული, ცოტა ხმელი სუნელი, შაქარი, ძმარი, მარილი და აურიეთ. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა