ბულგარული წიწაკა ნიგვზითა და სეზამის მარცვლებით ქეთი გომართელისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.08

როცა თავისუფალი დრო მაქვს, მიყვარს სამზარეულოში გემირელი კერძებისა და დესერტების მომზადება. და, სხვათა შორის, კარგად გამომდის. განსაკუთრებით – ბოსტნეულის სალათები. თავად გურმანი ვარ და მიყვარს, როცა კერძი, გემრიელთან ერთად, ვიზუალურად ლამაზად და მადისაღმძვრელად გამოიყურება. მართალია, ჭამა მიყვარს, მაგრამ ეს ჩემს წონაზე არ აისახება. ზოგადად, უპირატესობას ჯანსაღ პროდუქტს ვანიჭებ და ვცდილობ, ზომიერად ვიკვებო. შემოგთავაზებთ ბულგარული წიწაკის ნიგვზითა და სტაფილოთი მომზადების რეცეპტს, რომელიც სასწაულად გემრიელია და თავად ძალიან მიყვარს.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი წითელი ბულგარული წიწაკა
🔸 2 ცალი სტაფილო
🔸 1 თავი ხახვი
🔸 0,5 ჭიქა დაბლენდერებული ნიგოზი
🔸 3 კბილი დანაყული ნიორი
🔸 1 კონა ქინძი, ნახევარი კონა ნიახური, 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
🔸 2 სადილის კოვზი ძმარი
🔸 მარილი და წიწაკა – გემოვნებით
🔸 სეზამის მარცვლები – მოსაყრელად, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
წიწაკა 3 წუთით მოხარშეთ მდუღარე მარილიან წყალში და გადაწურეთ, შემდეგ, ზოლებად დაჭერით. სტაფილო გახეხეთ, ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში. შეურიეთ დანაყილი ნიორი, დაკეპილი მწვანილი, ნიგოზი, ძმარი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა და მარილი. მასა შეაზილეთ წიწაკას, მიეცით ფორმა და სერვირებისას ზემოდან მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან