კულინარია

ბუდეები ვერმიშელით

№38

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.10

გუფთები
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300-400 გრამი ხორცის ფარში (ღორის+ძროხის)

🔸 2 თავი ხახვი (1 ფარშში, 1 მოშუშვაში)

🔸 1 სადილის კოვზი სანელებელი კატლეტისთვის

🔸 1-2 ცალი სტაფილო

🔸 1 ცალი ბადრიჯანი

🔸 1 ცალი ტკბილი წიწაკა

🔸 პატარა ნაჭერი ნიახურის ძირი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 2 სადილის კოვზი პომიდვრის პასტა

🔸 ვერმიშელის „ბუდეები“ საჭირო რაოდენობით

🔸 გახეხილი ყველი

🔸 მარილი, პილპილი

🔸 მწვანილი გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფარშში შევურიოთ ხახვი, სანელებელი, მარილი, პილპილი და ჩავდოთ ვერმიშელის „ბუდეებში“.

დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო და ნიახური მოვშუშოთ. ჩავუმატოთ თხლად დაჭრილი ბადრიჯანი, წიწაკა, ნიორი. შემდეგ დავამატოთ პომიდვრის ტომატ-პასტა. მოშუშული ბოსტნეული გადავიტანოთ ქვაბში და ზემოდან ფარშით სავსე „ბუდეები“ დავალაგოთ. დავასხათ ადუღებული წყალი „ბუდეების“ კიდემდე და ვხარშოთ 10-15 წუთი. შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი და დაჭრილი მწვანილი, შემდეგ დავტოვოთ კიდევ 10 წუთით და მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა