„ბუდეები“ მაკარონითა და ხორცის ფარშით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.08

საჭირო ინგრედიენტები:
ფარში – 500 გრამი ხორცის ფარში (ღორის + ძროხის), ნახევარი თავი ხახვი, 1 კვერცხი, 100 გრამი ჰოლანდიური ან სხვა ყველი (გახეხილი), ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი.
სოუსი – 2 თავი ხახვი, 2 ცალი სტაფილო, 2 სადილის კოვზი ტომატპასტა, 3 სადილის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 500 გრამი მაკარონი „ბუდეები“.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცი და ხახვი გაატარეთ, დაუმატეთ კვერცხი, გახეხილი ყველი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. სოუსისთვის მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო, დაამატეთ შაქარი, არაჟანი და ტომატ-პასტა. დაასხით 1 ლიტრი მაკარონის ნახარში და მიიყვანეთ ადუღებამდე. მაკარონის ბუდეები მოხარშეთ 3 წუთი, ფრთხილად ამოიღეთ და ფორმაში დაალაგეთ. თითო ბუდის შუაში ჩადეთ ფარში, დაასხით სოუსი და მოაყარეთ ყველი. გამოაცხვეთ 150 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან