ბროწეულის წვენსა და ღვინოში ჩაშუშული ხორცი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კილოგრამი საქონლის რბილი ხორცი
🔸 3 თავი ხახვი
🔸 50 გრამი კარაქი
🔸 400 მილილიტრი ღვინო
🔸 5 ცალი ბროწეული
🔸 ცოტა ხმელი ქინძი
🔸 1 კონა ქორფა ქინძი
🔸 წითელი, დაღერღილი წიწაკა და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცი დაჭერით და გადაიტანეთ გახურებულ ტაფაზე. წვენს გაუშვებს და როდესაც ამოშრება, შემდეგ დაამატეთ ხახვი და კარაქი. დააფარეთ თავსახური და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში, თან დროდადრო ამოურიეთ. დაუმატეთ ღვინო და აუწიეთ ცეცხლს, რომ ალკოჰოლი აორთქლდეს. 2-3 წუთის შემდეგ დაუმატეთ ახალგამოწურული ბროწეულის წვენი და შუშეთ უკვე დაბალ ცეცხლზე, თავდახურული. 20 წუთის შემდეგ დაუმატეთ მარილი, ხმელი ქინძი, დაღერღილი წიწაკა, ბროწეულის მარცვლები და დაჭრილი ქინძი. ძალიან უხდება გარნირად კარტოფილის პიურე და მზადაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





