კულინარია

ბროკოლისა და ყველის კრემ-სუპი ირინა ტორონჯაძისგან

№8

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.02

ირინა ტორონჯაძის კერძი
დაკოპირებულია

ირინა ტორონჯაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს 👇

კარგი კულინარი გამოვდექი – ყველაფერი, რასაც ხელი მოვკიდე, გემრიელი გამომივიდა. ძირითადად, „სახლურ“ საჭმელებს ვამზადებ: წვნიანებს, ლობიოს, კატლეტს, უგემრიელეს პასტა ბოლონეზეს... ამასობაში, ჭამაც შემიყვარდა და ბოლო წლების განმავლობაში 50 კილოდან 63 კილოზე ავედი. მივხვდი, დროა, ცოტა დავადიეტო და შედეგად დავიკელი კიდეც, 55 კილო ვარ. დიეტას რაც შეეხება, სხვადასხვა ვცადე – 16-საათიანი ინტერვალური შიმშილი, ცომეულის ამოღება, ტკბილზე უარის თქმა. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს არაა ჩემი. უაზროდ ვისტრესებოდი. ახლა ჩემი დიეტა გულისხმობს ყველაფრის ჭამას, არანაირი ინტერვალური შიმშილი, ტკბილსაც და ყველაფერს, რაც მინდა, ოღონდ ვაკონტროლებ რაოდენობას. ბევრს დავდივარ ფეხით. მძინავს 8-9 საათი. ვსვამ ბევრ სითხეს. არ ვეწევი. ალკოჰოლს, გაზიან სასმელებსა და ყავას არ ვსვამ. აი, ჩიზბურგერი კი მიყვარს (იცინის). მინდა, შემოგთავაზოთ ბროკოლისა და სამნაირი ყველის კრემ-სუპი, რომელიც საკმაოდ მარტივად მზადდება, ადვილად ანაყრებს და ძალიან გემრიელია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸300 გრამი ბროკოლი

🔸 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი

🔸 120 მილილიტრი ნაღები

🔸 50 გრამი ყველი „ედამერი“

🔸 30 გრამი ყველი „გაუდა“

🔸 50 გრამი სულგუნი ან მოცარელა

🔸 ზეითუნის ზეთი და მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ დაჭრილი ბროკოლი, დაასხით ნაღები და წამოადუღეთ. გადაიტანეთ ეს მასა ბლენდერში და ათქვიფეთ. კრემ-სუპი ჩააბრუნეთ ქვაბში და წამოადუღეთ. დაუმატეთ გახეხილი სამივე სახეობის ყველი და მარილი – თქვენი გემოვნებით. თუ სქელი გამოვიდა, ანადუღარი წყლით გაათხელეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული