კულინარია
ბროკოლისა და ავოკადოს სალათა
№31
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.08

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 თავი ბროკოლი
🔸 2 მოხარშული კვერცხი
🔸 2 ღერი მწვანე ხახვი
🔸 4 ცალი პომიდორი ჩერი
🔸 1 ცალი ავოკადო, 1 ცალი კიტრი
🔸 1 სადილის კოვზი ნიგვზის ზეთი
🔸 ცოტა თეთრი ღვინის ძმარი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ბროკოლი 3-4 წუთის განმავლობაში მოხარშეთ მდუღარე, მარილიან წყალში და დაანაწევრეთ. კიტრი და პომიდორი თანაბარი ზომის კუბებად დაჭერით. ავოკადოს მოაცილეთ ქერქი და თხელ ფენებად დაჭერით. დაჭერით ხახვიც. მოხარშული კვერცხი გაჭერით მეოთხედებად. თეფშზე მოათავსეთ მომზადებული ინგრედიენტები და მოასხით ნიგვზის ზეთის, მარილის, ძმრისა და პილპილის ნარევი. მიირთვით მომზადებისთანავე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან