კულინარია
ბროკოლის სუპ-პიურე
№36
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 100 მილილიტრი რძე
🔸 500 მილილიტრი ქათმის ბულიონი
🔸 1,5 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო
🔸 350 გრამი ბროკოლი
🔸 მარილი და წიწაკა – გემოვნებით, კარაქი.
მომზადების წესი 👩🍳
ყველა ინგრედიენტი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ხახვი მოშუშეთ კარაქში, დაამატეთ სტაფილო, ბროკოლი, ქათმის ბულიონი, მარილი და ხარშეთ. როცა ყველაფერი მოიხარშება, დააბლენდერეთ. შემდეგ დაუმატეთ რძე, ფქვილი, წიწაკა, მარილი და წამოადუღეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან