ბროკოლის საზაფხულო სალათა მარკუს მეტრეველისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.08, 2022 წელი

მარკუს მეტრეველი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს👇
საკვების მიღება ჩემთვის ერთ–ერთი ყველაზე სასიამოვნო რიტუალია, რომელიც მაძლევს ენერგიას, კარგ განწყობას და სიჯანსაღეს. მიყვარს სალათების გაკეთება, ვამზადებ კარგ ბერძნულ სალათასა და ბერძნულ „გიროს“ ანუ შაურმას – ოღონდ ჯანსაღს, ასევე, უგემრიელეს რაჭულ ლობიოს მჭადთან ერათად. რაც შეეხება მსოფლიო გასტრონომიას, სათავეში ვაყენებ ქართულ კერძებს. ჩემთვის ქართული კულინარია და კერძები არის გემოების ორგაზმი, რომელიც არასდროს აღწევს კულმინაციას! გემოში მოგზაურობა და აღმაფრენაა. შემდეგ დიდ პატივს ვცემ იაპონურ-ჩინურ სამზარეულოს ანუ ძალიან მიყვარს აზიური და რასაკვირველია, ბერძნული, ეგეოსის ზღვის უგემრიელესი თევზეულობა. წონაზე კი დიდ გავლენას ახდენს გენეტიკა. რასაკვირველია, ამასთან ერთად, საჭიროა ინტენსიური ვარჯიში, სწორი კვება, წყალი, კარგი ძილი, დასვენება და ბუნებასთან ჰარმონიული ადაპტირება. ჯანსაღი კვება აუცილებელია, რომ ორგანიზმი ჯანსაღად გემსახუროს. როდესაც ადამიანს წლები ემატება, მით უმეტეს, უნდა დაიცვას სწორი კვების დეტალები. როდესაც თინეიჯერი ხარ, ამ დროს ორგანიზმი პატარა ამოვარდნებს გპატიობს. შემოგთავაზებთ მარტივად მოსამზადებელ სალათის რეცეპტს, რომელიც ცხელ ზაფხულში სასიამოვნო მისართმევია.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 8 ნაჭერი ბეკონი
🔸 2 თავი დაჭრილი ბროკოლი
🔸 1 ჭიქა გახეხილი ყველი „ჩედარი“
🔸 1 თავი წითელი ხახვი
🔸 მეოთხედი ჭიქა წითელი ღვინის ძმარი
🔸 ცოტა შაქარი
🔸 2 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი
🔸 ორი მესამედი ჭიქა მაიონეზი
🔸 1 ჩაის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი.
მომზადების წესი 👩🍳
ბეკონი მოათავსეთ ღრმა ტაფაში და შეწვით საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე, თანაბრად დაბრაწვამდე. დააქუცმაცეთ თასში და დაამატეთ ბროკოლი, ყველი და დაჭრილი ხახვი. ცალკე თასში აურიეთ წითელი ღვინის ძმარი, შაქარი, პილპილი, მარილი, მაიონეზი და ლიმონის წვენი. საკმაზი შეურიეთ სალათას და მირთმევამდე მაცივარში მოათავსეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან