ბროკოლის სალათა მოცვით, ნუშითა და თაფლით სალომე ბაკურაძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.09, 2022 წელი

სალომე ბაკურაძე საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇
ჩემი და წონის ჭიდაობა მთელი ცხოვრება გრძელდება. ვფიქრობდი, ამ პრობლემას ვეღარასოდეს მოვერეოდი, თუმცა სწორი კვებით, მასაჟითა და მონდომებით დავიკელი და ბედნიერი ვარ. ეს, ნაწილობრივ, ვარჯიშის დამსახურებაცაა. თავიდან სპორტს დიდი ენთუზიაზმით მივყევი, მაგრამ მერე მომწყინდა. უბრალოდ, ვცდილობ, ვაკონტროლო მადა და გვიან მირთმევასაც მოვერიდო. რაც შეეხება სამზარეულოს, ჩემგან შეფ-მზარეული არ გამოვა, მაგრამ ტრადიციულ ეკრძებს გადასარევად ვამზადებ და მივირთმევ კიდეც (იცინის). ძალიან მიყვარს საზაფხულო, პიკანტური გემოს სალათები და ამიტომ ჟურნალის ერთგულ მკითხველებს და გურმან ადამიანებს შემიძლია, შევთავაზო ბროკოლის სალათა მოცვით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 თავი ბროკოლი
🔸 1 პატარა თავი ყვავილოვანი კომბოსტო
🔸 სამი მეოთხედი ჭიქა მოცვი
🔸 ნახევარი ჭიქა დაჭრილი ნუში
🔸 2 სადილის კოვზი თაფლი
🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი
🔸 ნახევარი ჭიქა მაიონეზი.
მომზადების წესი 👩🍳
ბროკოლი დაჭერით პატარ-პატარა ნაწილებად. ყვავილოვან კომბოსტოს ამოაჭერით შუაგული და დანარჩენი ნაწილი დაჭერით. ნუში მოხალეთ საშუალო ტემპერატურაზე, თან ხშირად ურიეთ. გადაიტანეთ სასალათე თასში მოცვთან ერთად. პატარა თასში აურიეთ მაიონეზი, თაფლი და ლიმონის წვენი. მოასხით საკმაზი და კარგად ამოურიეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან