კულინარია

ბრინჯის ხვეულები სოსისით

№52

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.12

ბრინჯის ხვეულები ცომში
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 2 სადილის კოვზი ბრინჯი, 2 კვერცხი, 1 ცალი ნიახურის ძირი, ნახევარი ბულგარული წიწაკა, 2 ცალი სოსისი, ცოტა მარილი, პომიდორი, 3 სადილის კოვზი ზეთი, შავი პილპილი. 

ომლეტისთვის: 2 კვერცხი, ცოტა მარილი.

მომზადების წესი: მოხარშეთ ბრინჯი ოდნავ მარილიან წყალში. ძალიან წვრილად დაჭრით ნიახურის ძირი, ბულგარული წიწაკა და პომიდორი. თასში მოათავსეთ მოხარშული ბრინჯი, დაუმატეთ კვერცხი, დაკეპილი ბოსტნეული. უყავით მარილი და პილპილი.

ცალკე თასში ათქვიფეთ სამი კვერცხი და ცოტა მარილი - ომლეტისთვის. ცხელ ზეთიან ტაფაზე შებრაწეთ სოსისი, ყველა მხრიდან. შემდეგ ტაფაზე დაამატეთ ცოტა ზეთი. ბრინჯის მასის ნახევარი მოათავსეთ ტაფაზე სოსისის სიგანის მართკუთხედის ფორმით და ოდნავ შეწვით ორივე მხრიდან.

ერთ მხარეს დადეთ სოსისი და გადაახვიეთ. ასე მოიქეცით მეორედაც. ორივე ხვეულა შეწვით ყველა მხრიდან.

ომლეტის მასა გაყავით ორ ნაწილად. შეწვით ისევ მართკუთხედის ფორმაზე ცალი მხრიდან და გადაახვიეთ მასში ბრინჯში გახვეული სოსისი. ოდნავ კიდევ დაბრაწეთ და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...