კულინარია
ბრინჯი სოკოთი (სამარხვო)
№26
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.07

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 ნახევარი ჭიქა თეთრი ბრინჯი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 4 ცალი ქამა სოკო
🔸 1 ჭიქა დაკონსერვებული თეთრი ლობიო
🔸 ცოტა იმბირი
🔸 1 კბილი ნიორი, ნახევარი კონა ოხრახუში
🔸 1 ცალი პომიდორი
🔸 ცოტა ჩილი, მარილი
🔸 შავი პილპილი
🔸 5 სადილის კოვზი ზეთი
🔸 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი.
მომზადების წესი 👩🍳
ბრინჯი მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში. ლობიო გადაწურეთ და გადაავლეთ მდუღარე. ხახვი და სოკო მოშუშეთ ცოტა ზეთში. შეურიეთ კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი, ლობიო და ცოტა გახეხილი იმბირი, ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი. შემდეგ კი დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი, ცოტა მარილი და შავი პილპილი, სოიის სოუსი, ბოლოს – წვრილად დაჭრილი ჩილი, მწვანილი და აურიეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან