კულინარია

ბრინჯი სოკოთი (სამარხვო)

№28

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.07

ბრინჯი სოკოთი
დაკოპირებულია

ბრინჯის გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი ბრინჯი

🔸 800 მილილიტრი წყალი

🔸 250 გრამი მოხარშული სოკო

🔸 1 თავი ხახვი

🔸2 კბილი ნიორი

🔸 4 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 სადილის კოვზი კარტოფილის ფქვილი

🔸 შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით

🔸 50 გრამი საფანელი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბრინჯი დიდხანს ხარშეთ დიდი რაოდენობით წყალში. ხარშვისას წყალში ჩაუმატეთ მარილი. წყალს რომ ჩაიშრობს და გაცივდება, ჩაუმატეთ კარტოფილის ფქვილი და აურიეთ ძალიან კარგად. ხახვი დაჭერით წვრილად და გასრესილ ნიორთან ერთად მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ მოხარშული და დაჭრილი სოკო, მარილი, შავი პილპილი და აურიეთ.

სველი ხელებით ბრინჯისგან გააკეთეთ მრგვალი გუნდები, ამოავლეთ საფანელში, გაუკეთეთ შუაგულში ჩაღრმავება, ჩატენეთ მასში მომზადებული სოკო და შეკარით – 12 ცალი უნდა გამოგივიდეთ, შეწვით ცხელ, ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. დაალაგეთ ლანგარზე. მიირთვით ტომატის სოუსთან, მდოგვთან და ბოსტნეულთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა