კულინარია

ბრინჯი ქათმის ღვიძლითა და ვაშლებით

№50

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.12

ბრინჯი ქათმით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ჭიქა ბრინჯი

🔸 500 გრამი ქათმის ღვიძლი

🔸 5 ცალი საშუალო ზომის ხახვი

🔸 3 ცალი საშუალო ზომის ვაშლი

🔸 300 გრამი 20%-იანი არაჟანი

🔸 200 გრამი მაგარი ყველი გემოვნებით — მარილი და წიწაკების ნაზავი

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი (1 სადილის კოვზი – ფორმისთვის

🔸 2 სადილის კოვზი – ხახვის შესაწვავად)

🔸 მწვანილი (მოსართავად).

მომზადების წესი 👩‍🍳

ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში. მოათავსეთ ზეთწასმულ გამოსაცხობ ფორმაში. ქათმის ღვიძლი გარეცხეთ, გაასუფთავეთ, გაწურეთ და გადაანაწილეთ ბრინჯზე. დაამატეთ მარილი და წიწაკა. ზემოდან გადაანაწილეთ შემწვარი ხახვი, შემდეგ – გახეხილი ვაშლი. წაუსვით არაჟანი, მოაყარეთ გახეხილი ყველი, მწვანილი და მოათავსეთ 180°C-მდე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი