კულინარია

ბრინჯი იტალიურად

№10

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.03

ბრინჯი იტალიურად
დაკოპირებულია

გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი ბრინჯი

🔸 200 გრამი ძროხისა და ღორის შერეული ფარში

🔸 150 გრამი მწვანე ბარდა

🔸200 მილილიტრი პომიდვრის სოუსი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 50 გრამი ფხვიერი ყველი

🔸 100 გრამი რბილი ყველი – მოცარელა

🔸 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

🔸 1 კვერცხი

🔸 100 გრამი „ხლებცი“

🔸 ნახევარი ლიტრი ზეთი – ფუტურნი-ცისთვის.

მომზადების წესი 👩‍🍳

ზეითუნის ზეთში მოშუშეთ ხახვი, ჩაუმატეთ ფარში და ერთად მოშუშეთ. დაუმატეთ ბარდა, მარილი, პილპილი, შეურიეთ პომიდვრის სოუსი, აურიეთ და ხუთი წუთი შუშეთ. გამორთეთ ქურა, რომ მომზადებული ფარში ცოტა გაცივდეს. ჩაყარეთ მასში დაჭრილი მოცარელა და აურიეთ. ცალკე მოხარშეთ ბრინჯი და შეურიეთ კარგად დაფხვნილი ყველი. შემდეგ ამოიღეთ ბრტყელ ზედაპირზე, გააკეთეთ გუნდები, გააბრტყელეთ. მათ შუაში კოვზით მოათავსეთ ფარში, შეკარით ბურთებად და სათითაოდ ამოავლეთ გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ – დაფხვნილ „ხლებციში“, ჩაყარეთ ფუტურნიცაში ან ტაფაზე გაცხელებულ ზეთში და შებრაწეთ ყველა მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №12

20-26 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 27 თებერვალი - 5 მარტი