კულინარია

ბრინჯი ბოსტნეულითა და ზეთისხილით

№40

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.10

ბრინჯი ბოსტნეულით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 1 ჭიქა გრძელი ბრინჯი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 1 პატარა თავი ხახვი

🔸 8 ცალი ზეთისხილი

🔸 1,5 სადილის კოვზი ზეთი ან კარაქი

🔸 2 ჭიქა ცხელი წყალი

🔸 ნახევარ-ნახევარი კონა კამა და ოხრახუში

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო და ბულგარული წიწაკა – თხელ რგოლებად. ზეთისხილები გაჭერით შუაზე, მწვანილი კი წვრილად დაკეპეთ. ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა მოშუშეთ ცხიმში დარბილებამდე. დაუმატეთ ზეთისხილი, ბრინჯი და ურიეთ 2-3 წუთი. ჩაუმატეთ წყალი, მარილი, პილპილი და ხარშეთ თავდახურული, შემდეგ სახურავს ამოაკარით ტილო და გადმოდგით ცეცხლიდან. 20 წუთის შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა