კულინარია
ბრინჯი ბოსტნეულით
№43
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.10
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 1 თავი ხახვი
🔸 10 ცალი ზეთისხილი
🔸 1 კონა კამა
🔸 1 კონა ოხრახუში
🔸 1 ჭიქა გრძელი ბრინჯი
🔸 2 ჭიქა ცხელი წყალი
🔸 1,5 სადილის კოვზი ზეთი ან კარაქი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო და ბულგარული წიწაკა – თხელ რგოლებად. ზეთისხილი შუაზე გაჭერით, მწვანილი კი წვრილად დაკეპეთ. ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა ცხიმში მოშუშეთ დარბილებამდე. დაუმატეთ ზეთისხილი და ბრინჯი, ურიეთ 2-3 წუთი. დაასხით წყალი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ 15 წუთი. ბოლოს შეურიეთ დაჭრილი მწვანილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან