კულინარია

ბრინჯი ბოსტნეულით

№22

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.06

ბრინჯი ბოსტნეულით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸1 ცალი ბულგარული

🔸 1 თავი ხახვი

🔸 8 ცალი შავი

🔸 უკურკო ზეთისხილი

🔸 1 კონა კამა

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 1 ჩაის ჭიქა გრძელი ბრინჯი

🔸 2 ჭიქა ცხელი წყალი

🔸 1,5 სადილის კოვზი ზეთი ან კარაქი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო და ბულგარული წიწაკა – თხელ რგოლებად. ზეთისხილები შუაზე გაჭერით, მწვანილი კი წვრილად დაკეპეთ. ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა ცხიმში მოშუშეთ, რომ დარბილდება, დაუმატეთ ზეთისხილი და ბრინჯი, ურიეთ 2-3 წუთი. დაასხით წყალი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ 15 წუთი. შემდეგ თავსახურს ამოაკარით ტილო და გადმოდგით ცეცხლიდან. 20 წუთის შემდეგ შეურიეთ დაჭრილი მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული