კულინარია

ბრინჯი ბადრიჯნით (სამარხვო)

№49

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.12, 2023 წელი

ბრინჯი ბადრიჯნით
დაკოპირებულია

მარტივი და გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 60 გრამი ბრინჯი

🔸 1 ცალი ბადრიჯანი

🔸 ნახევარი ბულგარული წიწაკა

🔸 ერთი თავი ხახვი

🔸 1 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 სადილის კოვზი გამდნარი კარაქი (სამარხვო)

🔸 მარილი, ოხრახუში

🔸 1 ცალი პომიდორი.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოხარშეთ ბრინჯი მდუღარე მარილწყალში, ბადრიჯანი დაჭერით კუბიკებად და მოაყარეთ ცოტა მარილი. ტაფა გააცხელეთ, დაასხით მასზე ზეთი და მასში მოშუშეთ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი. შემდეგ დაუმატეთ გაწურული ბადრიჯანი და ერთად მოხრაკეთ. დაუმატეთ გამდნარი კარაქი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, მსხვილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი, აურიეთ და გადმოიღეთ თასში. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, ბოლოს კი – ბრინჯი, ერთხელაც აურიეთ და მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა