ბოსტნეულში ჩაშუშული ძროხის ხორცი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.08

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ცალი ყაბაყი, 1 ცალი ბადრიჯანი
🔸 2 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 2 თავი ხახვი
🔸 2 პომიდორი
🔸 1 ცალი ნიორი
🔸 2,5 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 1 კილოგრამი ძროხის ხორცი
🔸 1 სადილის კოვზი ზეთი
🔸 ნახევარი კონა კამა
🔸 სამი ცალი პიტნის ფოთოლი
🔸 1,2 ჩაის კოვზი ძირა
🔸1 ჩაის კოვზი ტკბილი
🔸 დაფქული წითელი წიწაკა
🔸 შავი პილპილი
🔸 ცოტა იმბირი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცი დაჭერით 70-80-გრამიან ნაჭრებად, წაუსვით წიწაკა, პილპილი, სუნელები, ასევე, მარილი და გააჩერეთ 30 წუთი.
სქელძირიან ქვაბში ჩაასხით ცოტა ზეთი და მოშუშეთ ხორცი. ბოსტნეული გარეცხეთ და დაჭერით მოზრდილ კუბიკებად. დაჭრილ ბადრიჯანს მოაყარეთ მარილი, მოშუშულ ხორცს ჩაუმატეთ ხახვი, აურიეთ, შემდეგ მოაყარეთ სტაფილო და კიდევ აურიეთ. 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ წიწაკა და ნიორი, შუშეთ ცოტა ხანი. დაუმატეთ ყაბაყი და რამდენჯერმე აურიეთ. დაწურული ბადრიჯანი ამოგანგლეთ სახამებელში და შებრაწეთ ძალიან ცხელ, ზეთიან ტაფაზე, შემდეგ მოაყარეთ ხორცსა და ბოსტნეულს და 20 წუთი დაბალ ცეცხლზე შუშეთ. მოასხით სოიის სოუსი, დაუმატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი, შემდეგ უკვე – წვრილად დაჭრილი მწვანილი და, მიირთვით ცხლად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან