კულინარია
ბოსტნეულისა და ვაშლის სალათა (სამარხვო)
№24
ავტორი: „თბილისელები“ 13:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 400 გრამი კომბოსტო
🔸 100 გრამი სტაფილო
🔸 100 გრამი მწვანე ვაშლი
🔸 15 გრამი ქინძი
🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი
🔸 მარილი გემოვნებით
🔸 ცოტა შაქარი
🔸 1 სადილის კოვზი შავი შია
🔸 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 შავი პილპილი.
მომზადების წესი 👩🍳
კომბოსტო ძალიან წვრილად დაჭერით და მოათავსეთ დიდ თასში, მოაყარეთ ცოტა მარილი, აურიეთ და ხელითაც ასრისეთ. სტაფილო გახეხეთ. კომბოსტო და სტაფილო მოათავსეთ თასში, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ჩია და აურიეთ. ცალკე თასში ერთმანეთში შეურიეთ ლიმონის წვენი, შაქარი, პილპილი და სულ ცოტა მარილი. მოასხით სალათას და აურიეთ. ბოლოს დაუმატეთ წვრილ ჩხირებად დაჭრილი მწვანე ვაშლი, ისევ აურიეთ და 15 წუთის შემდეგ მიირთვით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან