კულინარია
ბოსტნეულისა და არაჟნის პიკანტური წვნიანი
№37
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.09
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი კარტოფილი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 1 ცალი ჭარხალი
🔸 1 კონა კამა
🔸 1 კონა მწვანე ხახვი
🔸 2 ცალი კიტრი
🔸 2 კვერცხი
🔸 1 ლიმონის წვენი
🔸 250 გრამი არაჟანი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
გათალეთ და მოხარშეთ კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი და კვერცხიც. ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი. მსუბუქად დააწექით სანაყის ქვით, რომ წვენი გამოუშვას. პატარა კუბიკებად დაჭერით კარტოფილი, კვერცხი, სტაფილო, კიტრი. ჩაყარეთ ქვაბში. ჭარხალი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაუმატეთ. ასევე, დაუმატეთ არაჟანი, მარილი, პილპილი. დააწურეთ ლიმონი და ყველაფერი კარგად აურიეთ. თუ მასა ცოტა სქელია, შეგიძლიათ, დაამატოთ წყალი და წამოადუღოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან