კულინარია

ბოსტნეულის წვნიანი გოგრით

№32

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ბოსტნეულის წვნიანი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 250 გრამი კომბოსტო

🔸 4 ცალი კარტოფილი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 ცალი ჭარხალ

🔸 200 გრამი გოგრა

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 2,5 მილილიტრი ბულიონი ან წყალი

🔸 1 კონა ოხრახუში, 1 კონა ქინძი

🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 მარილი და სანელებლები – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაჭერით ბოსტნეული. ქვაბში ჩაასხით ბულიონი ან წყალი, დაამატეთ გემოვნებით მარილი, სანელებლები და დაფნის ფოთოლი. ქვაბი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. როდესაც წყალი ადუღდება, ჩაყარეთ დაჭრილი კომბოსტო. დაახლოებით 7-10 წუთის შემდეგ დაამატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და კარგად მოხარშეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მასში შეწვით გახეხილი სტაფილო და კუბებად დაჭრილი ხახვი. როცა ბოსტნეული დარბილდება, დაამატეთ გახეხილი ჭარხალი. შეწვით ყველაფერი ერთად, შემდეგ კი ჩაუმატეთ კუბებად დაჭრილი გოგრა და კიდევ 4-5 წუთი შეწვით. ტაფაზე მომზადებული ბოსტნეული გადაიტანეთ ქვაბში და გააგრძელეთ წვნიანის ხარშვა, სანამ ყველა ინგრედიენტი არ მოიხარშება. მომზადების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და დაქუცმაცებული ნიორი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა