კულინარია

ბოსტნეულის ცხელი სალათა ლალი მოროშკინასგან

№41

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.10

მოროშკინას კერძი
დაკოპირებულია

ლალი მოროშკინა საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

ძალიან მიყვარს სახლში მომზადებული საჭმელები და ხშირად ვამზადებ გემრიელ ვახშამსა თუ სადილს, როგორც ოჯახის წევრებისთვის, ისე მეგობრებისთვის და სტუმრებისთვის. გემოსთან ერთად, ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევ კერძის ვიზუალურ მხარეს. ბევრი მეკითხება, გურმანი ხარ, გიყვარს გემრიელად დანაყრება და რატომ არ იმატებო. ეს იმიტომ, რომ ვცდილობ, ჯანსაღი საკვები მივიღო, ბევრს დავდივარ ფეხით სუფთა ჰაერზე, ყოველდღიურად სახლში მსუბუქ ვარჯიშებსაც ვაკეთებ და ამით წონას მარტივად ვინარჩუნებ. მინდა, გაგიზიაროთ ცივ ამინდში გემრიელად მისართმევი ბოსტნეულის ცხელი სალათის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 400 გრამი ბადრიჯანი

🔸 2 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 8 ცალი პომიდორი ჩერი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 ჩაის კოვზი დანაყილი წითელი წიწაკა

🔸 2 სადილის კოვზი პესტოს სოუსი

🔸 2 ჩაის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი

🔸 300 გრამი მუხუდოს კონსერვი

🔸 1 კონა რუკოლა

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბულგარული წიწაკა, პომიდორი და ბადრიჯანი კუბებად დაჭერით, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, დანაყილი წიწაკა, მოასხით ზეთი. გადაიტანეთ ღრმა საცხობ ფორმაში, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოათავსეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაახლოებით, 30 წუთში ბოსტნეული მზად იქნება. დაუმატეთ პესტოს სოუსი, ძმარი, მუხუდო და რუკოლას ფოთლები. მიირთვით თბილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა