კულინარია

ბოსტნეულის ცხელი სალათა

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.12

ბოსტნეულის სალათა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 400 გრამი ბადრიჯანი

🔸300 გრამი მოხარშული ან დაკონსერვებული მუხუდო

🔸 2 კონა რუკოლა

🔸 2 ბულგარული წიწაკა

🔸 15 ცალი პომიდორი ჩერი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 0,5 ჩაის კოვზი დანაყილი წითელი წიწაკა

🔸 3 სადილის კოვზი პესტოს სოუსი

🔸 2 ჩაის კოვზი თეთრი ძმარი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბულგარული წიწაკა, პომიდორი და ბადრიჯანი კუბებად დაჭერით, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, დანაყილი წიწაკა, მოასხით ზეთი, მოათავსეთ ღრმა საცხობ ფორმაში, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოათავსეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაახლოებით, 30 წუთში ბოსტნეული მზად იქნება. ბოლოს დაუმატეთ პესტოს სოუსი, ძმარი, მუხუდო, რუკოლას ფოთლები და კარგად ამოურიეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი