ბოსტნეულის სამარხვო წვნიანი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.04, 2023 წელი

სამარხვო წვნიანის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 50 გრამი ლობიო
🔸 40 გრამი სტაფილო
🔸 30 გრამი ხახვი
🔸 50 გრამი ჭარხალი
🔸 2 ცალი კარტოფილი
🔸140 გრამი კომბოსტო
🔸 30 გრამი წითელი ბულგარული წიწაკა
🔸 30 გრამი მწვანე ვაშლი
🔸 40 გრამი ყაბაყი
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი
🔸 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 ნიახური, ოხრახუში
🔸 ცოტა შაქარი და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ლობიო მთელი ღამით დაალბეთ წყალში, მეორე დღეს გადაწურეთ და მოხარშეთ. ქვაბში ჩაასხით 1,25 ლიტრი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე, კარტოფილი გაჭერით ოთხად, ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ცეცხლს დაუკელით. ჭარხალი და სტაფილო მსხვილად გახეხეთ და მოშუშეთ 2 სადილის კოვზ ზეთში, დაასხით ცოტა წყალი, შეურიეთ ცოტა ტომატ-პასტა და სულ ცოტა შაქარი, ჩაშუშეთ. დაუმატეთ კანიანად, კუბიკებად დაჭრილი ვაშლი, აურიეთ და ეს ყველაფერი ჩაუმატეთ კარტოფილს. ასევე, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ყაბაყი და ცალკე ცოტაოდენ ზეთში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი. ბოლოს ჩაყარეთ ძალიან წვრილად დაჭრილი კომბოსტო, 5 წუთის შემდეგ კი – მოხარშული ლობიო და წვრილ კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. ცოტახანს კიდევ ადუღეთ. ჩაუმატეთ მარილი და გამორთეთ. მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი მწვანილი, ქვაბს თავსახური დააფარეთ და მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან