კულინარია
ბოსტნეულის სალათა (სამარხვო)
№27
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.07

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 100 გრამი პეკინური კომბოსტო, ნახევარი ქილა სიმინდი
🔸 1 ცალი კიტრი
🔸 3 ცალი პომიდორი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 ცოტა ჩილი
🔸 მარილი – გემოვნებით.
სოუსი: 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი ქუნჯუთი.
მომზადების წესი 👩🍳
წვრილად დაჭერით კომბოსტო და მოათავსეთ სასალათეში, მოაყარეთ სიმინდი, კუბიკებად დაჭრილი კიტრი და პომიდორი, გახეხილი სტაფილო. სოუსის ინგრედიენტები ერთმანეთში შეურიეთ, მოასხით სალათას, კარგად აურიეთ და ბოლოს მოაყარეთ ქუნჯუთი, შეაგემეთ მარილითა და ჩილით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან