კულინარია

ბოსტნეულის სალათა (სამარხვო)

№9

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.03

ბოსტნეულის სალათა
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო სალათის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 3 ცალი კარტოფილი

🔸 2 ცალი მჟავე კიტრი

🔸 ცოტა დამწნილებული კომბოსტო

🔸 1 თავი წითელი ხახვი, ნიორი

🔸 4 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 სადილის კოვზი მდოგვი

🔸 შავი პილპილი

🔸 ნახევარი კონა კამა.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯერ მოხარშეთ კარტოფილი, გადააცალეთ კანი და დაჭერით კუბიკებად. კიტრი დაჭერით წვრილად, ხახვი – ნახევარრგოლებად. ნიორი დააქუცმაცეთ. მოათავსეთ ბოსტნეული თასში. შეურიეთ ოდნავ გაწურული დამწნილებული კომბოსტო. ცალკე ერთმანეთში შეურიეთ მდოგვი და ზეთი. მოასხით სალათას, მოაყარეთ შავი პილიპილი, კამა, აურიეთ და მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა