კულინარია

ბოსტნეულის სალათა რუკოლათი

№28

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.07

ბოსტნეულის სალათა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 400 გრამი ბადრიჯანი

🔸 2 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 8-10 ცალი პომიდორი ჩერი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 3 სადილის კოვზი ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი

🔸 1 ჩაის კოვზი დანაყილი წითელი წიწაკა

🔸 2 სადილის კოვზი პესტოს სოუსი

🔸 2 ჩაის კოვზი ღვინის ძმარი

🔸 300 გრამი მოხარშული ან დაკონსერვებული მუხუდო

🔸 2 კონა რუკოლა

🔸 მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბულგარული წიწაკა, პომიდორი და ბადრიჯანი კუბებად დაჭერით, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, დანაყილი წიწაკა, მოასხით ზეთი, გაანაწილეთ ღრმა საცხობ ფორმაში, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოათავსეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაახლოებით, 30 წუთში ბოსტნეული მზად იქნება. დაუმატეთ პესტოს სოუსი, ძმარი, მუხუდო და რუკოლის ფოთლები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა