ბოსტნეულის სალათა ლორით, ყველითა და სოკოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი პომიდორი, 1 ცალი კიტრი
🔸 2 ცალი ბულგარული წითელი წიწაკა
🔸 1 თავი ხახვი
🔸 300 გრამი ქამა სოკო
🔸 100 გრამი ლორი
🔸 4 კვერცხი
🔸 100 გრამი მაგარი ყველი
🔸 1 კონა ოხარხუში
🔸 1 სადილის კოვზი ძმარი
🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი
🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
სოკო ჩაყარეთ წყალში და ადუღეთ 5 წუთი დაფნის ფოთლებთან და ძმართან ერთად. დაჭერით მოგრძოდ და გადაიტანეთ ღრმა სასალათეში. ბულგარული გამოაცხვეთ ღუმელში, დაჭერით გრძლად და დაამატეთ სოკოს. ზემოდან მოაყარეთ კუბებად დაჭრილი პომიდორი და კიტრი, ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, წვრილად და გრძლად დაჭრილი ლორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და შავი პილპილი და აურიეთ. ყველი გახეხეთ და ზემოდან მოაყარეთ. სალათა მორთეთ ოთხად გაჭრილი მოხარშული კვერცხითა და ოხრახუშის ქორფა ფოთლებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან