კულინარია

ბოსტნეულის სალათა ძეხვით

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.02

ბოსტნეულის სალათა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 100 გრამი შებოლილი ძეხვი

🔸 1 ცალი კიტრი

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 1 ცალი მოხარშული ჭარხალი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 2 სადილის კოვზი მაიონეზი

🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 1 ჩაის კოვზი მდოგვი

🔸 5 ძირი მწვანე ხახვი

🔸1 კონა კამა

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოხარშული და კანგაცლილი ჭარხალი, ხახვი, ბულგარული წიწაკა, ძეხვი და კიტრი დაჭერით პატარა ზომის კუბებად და მოათავსეთ სასალათეში. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვიც. ცალკე აურიეთ არაჟანი, მაიონეზი, მდოგვი, მარილი და პილპილი, დაუმატეთ სალათას და ნაზად ამოურიეთ. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული