კულინარია

ბოსტნეულის რაგუ შემწვარი კარტოფილით

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.09

ბოსტნეულის რაგუ
დაკოპირებულია

გემრიელი ბოსტნეულის რაგუს რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 800 გრამი კარტოფილი

🔸 2 ცალი ბადრიჯანი

🔸 2 ცალი სტაფილო

🔸 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი

🔸 2 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით

🔸 ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

წიწაკა და ბადრიჯანი დაჭერით კუბებად, ხახვი – ალყა-ალყა. ნიორი და მწვანილი დაკეპეთ, სტაფილო კი მსხვილად გახეხეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაყარეთ ხახვი და სტაფილო. როცა ხახვი შეორქოსფრდება და სტაფილო ფერს შეიცვლის, დაუმატეთ წიწაკა და რამდენიმე წუთის განმავლობაში შუშეთ. ცალკე შეწვით ბადრიჯანი და შეურიეთ მოშუშულ ბოსტნეულს მწვანილთან და ნიორთან ერთად. ბოლოს შეანელეთ მარილითა და პილპილით. კარტოფილი შეწვით ზეთში, დაამატეთ ბოსტნეულის რაგუს და ნაზად ამოურიეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა