ბოსტნეულის რაგუ (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.03, 2022 წელი
გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 ერთი ჭიქა მოხარშული თეთრი მუხუდო
🔸 1 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი
🔸 1 თავი ხახვი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი სტაფილო
🔸 4 კბილი ნიორი, ცოტა ოხრახუში, ცოტა მწვანე ხახვი
🔸 3 სადილის კოვზი ზეთი, 2 ჩაის კოვზი დაფქული კოწახური, მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
გაითვალისწინეთ – მუხუდოს დიდი დრო დასჭირდება მოსახარშად, ამიტომ წინასწარ დაალბეთ ცივ წყალში, დაახლოებით, 14 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და 2-2,5 საათი ხარშეთ. ხახვი და ნიორი დაჭერით ძალიან წვრილად და ზეთში მოშუშეთ. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, 2-3 წუთი კიდევ შუშეთ, შემდეგ კი შეურიეთ კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. ბადრიჯანი გარეცხეთ კანიანად. დაჭერით მომცრო კუბიკებად და დაუმატეთ ბოსტნეულს. მოაყარეთ მუხუდო და აურიეთ. შუშეთ 3-5 წუთი. აურიეთ. მოაყარეთ დაფქული კოწახური და წვრილად დაჭრილი მწვანილი. დაუმატეთ მარილი გემოვნებით, აურიეთ და მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან