კულინარია

ბოსტნეულის ოლადები

№26

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.07, 2024 წელი

ბოსტნეულის ოლადები
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 2 კვერცხი

🔸1 კბილი ნიორი

🔸 3 ღერი მწვანე ხახვი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 ცალი ყაბაყი

🔸 ცოტა ხმელი ქონდარი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით

🔸 ფქვილი, რასაც შეიზელს ისე, რომ ფაფუკი ცომი გამოვიდეს

🔸 ზეითუნის ზეთი – შესაწვავად.

მომზადების წესი 👩‍🍳

გახეხეთ ყაბაყი მსხვილად, ოდნავ დაამარილეთ და გააჩერეთ 5 წუთით, რათა გამოუშვას წვენი. შემდეგ ხელით გაწურეთ. სტაფილო გახეხეთ მსხვილად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანე ხახვი, ფქვილი და კვერცხი. დაუმატეთ მარილი და პილპილი, ასევე, ხმელი ქონდარი და კარგად აურიეთ. მიღებული ფარშისგან გააკეთეთ ოლადები და შეწვით ორივე მხრიდან, 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ზედმეტი ცხიმი ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით მოაცილეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა