კულინარია

ბოსტნეულის ალადები ხორცით

№2

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 15.01, 2024 წელი

ბოსტნეულის ალადები
ხორცით
დაკოპირებულია

გემრიელი ალადების რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 400 გრამი ღორის რბილი ხორცი

🔸 4 ცალი კარტოფილი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 თავი ხახვი, 1 კონა მწვანე ხახვი

🔸 2 კვერცხი

🔸 100 მილილიტრი ზეთი

🔸 100 გრამი ფქვილი

🔸 შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცი ძალიან პატარა კუბიკებად დაჭერით და მოათავსეთ მოზრდილ თასში. კარტოფილი და სტაფილო წვრილ სახეხზე გახეხეთ, ხახვი და მწვანე ხახვი – წვრილად დაჭერით. ეს ყველაფერი ჩაუმატეთ ხორცს და ჩაახალეთ ორი კვერცხი. მოაყარეთ მარილი და პილპილი და აურიეთ ძალიან კარგად. ჩაუმატეთ ამ მასაში ფქვილი; ისევ კარგად აურიეთ და როგორც ალადები, კოვზით დაასხით ტაფაზე (ან ხელები დაისველეთ, გააკეთეთ თხელი კატლეტები) და შეწვით ორივე მხრიდან, კარგად უნდა დაიბრაწოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი