კულინარია

ბორში ლობიოთი (სამარხვო)

№33

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.08, 2024 წელი

ბორში
დაკოპირებულია

გემრიელი წვნიანის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 50 გრამი წითელი ლობიო

🔸 40 გრამი სტაფილო

🔸 30 გრამი ხახვი

🔸 50 გრამი ჭარხალი

🔸 2 ცალი კარტოფილი

🔸 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 სულ ცოტა შაქარი და მარილი

🔸 140 გრამი კომბოსტო

🔸 30 გრამი ბულგარული წიწაკა

🔸 ზეთი, ცოტა ოხრახუში

🔸 30 გრამი მწვანე ვაშლი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ლობიო დაალბეთ წყალში მთელი ღამით. შემდეგ გადაწურეთ, დაასხით ახალი წყალი და მოხარშეთ. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით ლიტრ-ნახევარი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაყარეთ მასში გათლილი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი (ცეცხლი ძლიერი არ უნდა იყოს). ჭარხალი და სტაფილო გახეხეთ და მოშუშეთ 2 სადილის კოვზ ზეთში. დაასხით ცოტა წყალი, ისე, რომ ბოსტნეული დაიფაროს, შეურიეთ ტომატ-პასტა, შემდეგ ცოტა შაქარი, შუშეთ ცოტა ხანი, ჩაუმატეთ კარტოფილს და აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი ვაშლი. ცალკე 1 სადილის კოვზ ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, და ჩაუმატეთ ბორშში. ბოლოს დაუმატეთ მოხარშული ლობიო და წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დაკეპილი კომბოსტო, მარილი და აურიეთ. ხარშეთ თავდახურულ ქვაბში 15 წუთი და მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა