„ბოლონეზე“ ხორცითა და ბოსტნეულით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸400 გრამი „ლაფშა“
🔸 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი
🔸 ცოტა იმბირი, 2 ცალი სტაფილო
🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 600 გრამი ძროხის ხორცის ფარში
🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 1 სადილის კოვზი იტალიური სუნელი
🔸 400 მილილიტრი ქოქოსის რძე
🔸 1 სადილის კოვზი ზეთი
🔸 1 ცალი ლაიმი
🔸 მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი 👩🍳
წყალში ჩაუმატეთ ცოტა მარილი და მოხარშეთ „ლაფშა“. ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად, ნიორი და იმბირი დააქუცმაცეთ, სტაფილო გახეხეთ, ბულგარული წიწაკა დაჭერით წვრილ ჩხირებად. 1 სადილის კოვზ ზეთში მოშუშეთ ხახვი, ნიორი, იმბირი და რამდენჯერმე აურიეთ. დაუმატეთ ფარში, კარგად აურიეთ და ჩაშუშეთ. შემდეგ ჩაუმატეთ გახეხილი სტაფილო, ბულგარული წიწაკა და რამდენჯერმე კარგად აურიეთ. მოასხით სოიის სოუსი, კიდევ აურიეთ და წვნიანი რომ იყოს, ჩაუმატეთ რძე. ბოლოს კი – ლაიმის წვენი, იტალიური სუნელი, მარილი და შავი პილპილი. ცხელივე მოასხით თასში მოთავსებულ „ლაფშას“, აურიეთ და მზად არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან