ბლომანჟე ხილით სოფო ბედიასგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.07, 2022 წელი

სოფო ბედია საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇
მიყვარს გემრიელი საჭმელების კეთება, როცა ამის დრო მაქვს. ჩემს ოჯახში ხშირად მოდიან სტუმრები და ვცდილობ, ჩემი მომზადებული კერძებითა და დესერტებით გავუმასპინძლდე. საკმაოდ კარგი ხელი მაქვს და ყველაფერი გემრიელი გამომდის. ასევე, მიყვარს ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული საჭმელი და ვცდილობ, ზომიერად და მსუბუქად ვიკვებო, მით უმეტეს, ზაფხულის პერიოდში. ამით საკუთარ ჯანმრთელობაზეც ვზრუნავ, გარეგნობაზეც და ზამთარში დაგროვებულ ზედმეტ კილოგრამებსაც ვიშორებ. მინდა, „თბილისელების“ მკითხველებს გავუზიარო უგემრიელესი საზაფხულო დესერტის რეცეპტი – ბლომანჟე ხილით, რომელიც ცხელ დღეებში უნაზესი და უმსუბუქესი მისართმევია.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ჭიქა მოუხდელი რძე
🔸 1 ჩაის კოვზი ვანილის ესენცია
🔸 4 სადილის კოვზი შაქარი
🔸 3 სადილის კოვზი სიმინდის ფქვილი
🔸 მწიკვი მარილი
🔸 ნებისმიერი კენკრა ან ხილი, რომელიც გიყვართ.
მომზადების წესი 👩🍳
1/4 ჭიქა რძე გადაინახეთ, დარჩენილი რძე ქვაბში ჩაასხით და საშუალო ტემპერატურაზე დადგით. დაუმატეთ შაქარი, ცოტა მარილი და ვანილი. ურიეთ მუდმივად. როცა დუღილს დაიწყებს, გაზქურას დაუწიეთ. თასში დარჩენილი რძე და სიმინდის ფქვილი ერთად ათქვიფეთ და ქვაბში მდუღარე რძეს დაუმატეთ. ურიეთ მუდმივად. როცა გასქელდება, ის უკვე მზადაა. ჩაასხით ფორმებში და გააგრილეთ. როცა ოთახის ტემპერატურისა გახდება, ზემოდან მოალაგეთ კენკრა ან სასურველი ხილი და რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან