კულინარია

ბლინი ფარშითა და ლობიოთი

№5

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.02, 2023 წელი

ბლინი ფარშითა და ლობიოთი
დაკოპირებულია

გემრიელი ბლინების რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ბლინი - 1 ჭიქა ფქვილი, 2 ჭიქა რძე, 2 კვერცხი, ცოტა შაქარი და მარილი, 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, 3 სადილის კოვზი ზეთი.

შიგთავსი - 400 გრამი ფრინველის ფარში, ნახევარი ჭიქა ლობიო, 1 ხახვი, 1 სტაფილო, ნახევარი კონა ოხრახუში, სამი სადილის კოვზი კარაქი, მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი 🔸

მოამზადეთ ბლინის ცომი საჭირო ინგრედიენტებით - შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და რძე, დაუმატეთ მარილი და ცოტა შაქარი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ ცომს. დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ზეთი და აურიეთ ძალიან კარგად. გამოაცხვეთ თხელი ბლინები ცხელ, ოდნავ ზეთიან ტაფაზე.

შიგთავსისთვის კარაქში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. ნელა მოურიეთ, დაუმატეთ ფარში და თან განაგრძეთ შუშვა. დაასხით სულ ცოტა წყალი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და როცა ფარში მომზადდება, შეურიეთ მოხარშული ლობიო. ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ბლინებზე სათითაოდ დაადეთ 2 სადილის კოვზი შიგთავსი და გადაახვიეთ. შემდეგ შებრაწეთ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი